მთავარი    ავტოპარკი    ჩვენ შესახებ    სიახლეები    განვადება    შეკვეთა    კონტაქტი
ჩვენ შესახებ
მთავარი » ჩვენ შესახებ
შპს “ჯიბიაი ავტოპროდუქტი” დაარსდა 2008 წელს. ბაზარზე პოზიციონირებს ბრენდის სახელწოდებით “იამატო”.

საქართველოში „იამატო“ ოფიციალური წარმომადგენელია მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისა; K&N, MITASU, WIX.

მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს MITSUBISHI, TOYOTA, NISSAN, HONDA, SUBARU, SUZUKI, MAZDA-ს ძრავისა და ტრანსმისიის ორიგინალ ზეთებს, K&N–ის მსოფლიოს საუკეთესო ჰაერის ფილტრებს, WIX ფილტრებს, სპეციალურად ევროპული, იაპონური და ამერიკული ავტომობილებისთის დამზადებულ MITASU–ს ზეთებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერვისს.

მოკლე დროის განმავლობაში „იამატო“ გახდა ძირითადი დანიშნულების ადგილი ისეთი მომხმარებლისთვის, რომლეთაც სურთ მიიღონ ხარისხიანი პროდუქცია, მომსახურება და უპრეცედენტო ყურადღება.

2011 წლიდან კომპანია "იამატომ" ახალი მიმართულება ავტომობილების გაყიდვები დაიწყო.

მომხმარებელს "იამატო" ავტომობილებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან სთავზობს. კომპანიის პრიორიტეტებია: მარტივი განვადება, მისაღები ფასები, უპრეცენდენტო საჩუქრები ავტომობილის მყიდველებს, მაღალი ხარისხი და ავტომობილების ფართო არჩევანი, როგორც ადგილზე საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

კომანიის სერვისცენტრი და სათაო ოფისი განთავსებულია ქ. თბილისი, მარიჯანის N2ა.

მისია და ხედვა

„იამატო“ დაფუძნებულია იმ იდეაზე, რომ კომპანიის ფინანსური სიმყარე დამოკიდებულია მუდმივად კმაყოფილ მომხმარებელზე. აღნიშნულ მიდგომას, “იამატო” იყენებს იმისათვის, რომ მომხმარებლი საკუთარ მოლოდინზე მეტად იყოს დაკმაყოფილებული ყველა გარიგებისას.

ჩვენი მისიაა – ავტომობილის მფლობელებისთვის “იამატო” გახდეს ყველაზე სასიამოვნო და მოსახერხებელი ადგილი საკუთარი მანქანებისათვის მომსახურების გასაწევად.

ჩვენს მიზანს წარმოადგენს – უზრუნველვყოთ მომხმარებლი პროდუქციით და მომსახურებით, რომელიც თავის თავში უმაღლეს ხარისხს და ზომიერ ფასს მოიცავს.

წარმატების გარანტია:
  • სანდოობა და უტყუარობა;
  • მხოლოდ უმაღლესი ხარისხის და ცნობილი ბრენდების პროდუქცია;
  • მაღალი ხარისხის მომსახურება და უპრეცედენტო ყურადღება;
  • პირადი ურთიერთობები საკუთარ მომხმარებელთან;
წარმატების საზომი იმ მომხმარებლების მაჩვენებელია, რომლებმაც აირჩია “იამატო” და მათი რწმენა იმაში, რომ “იამატო”–ს შესწევს უნარი მიაღწიოს და გადააჭარბოს მათ მოლოდინებს ფასის, მომსახურების და არჩევანის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ შეგვითანხმდა მომხმარებელი

მე მიყვარს ჩემი ავტომობილი, მე ავირჩიე იამატო!
განვადება
შეიძინეთ ავტომობილი განვადებით
შეკვეთა
შეიძინეთ ავტომობილი შეკვეთით
დაგვიკავშირდით
გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია?
შემოგვიერთდით
© 2015, YAMATO. All Rights Reserved
Created by